მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ გადავაყოლოთ ქვეყანა ამ მოცემულობას - ლაშა ნოდია "ოცნებას"

პროტესტი დემონსტრაცია რუსული კანონი

"მხოლოდ 28 ნოემბერი არ იყო საკითხი, რომელმაც ამ ტიპის პროტესტი წარმოშვა", - ასე აფასებს იურიდიული ფირმა "ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების" მმართველი პარტნიორი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. როგორც ლაშა ნოდიამ "საქმის კურსის" ეთერში განაცხადა, "ქართულმა ოცნებამ" ამ დრომდე გადაწყვეტილებები ერთპიროვნულად მიიღო, რამაც საზოგადოებაში პროტესტი გააღვივა.

"მგონია, რომ მხოლოდ 28 ნოემბერი არ იყო საკითხი, რომელმაც წარმოშვა ამ ტიპის პროტესტი. მხედველობაში მაქვს ის დამოკიდებულება და საკითხები, როგორც მიიღებოდა გარკვეული გადაწყვეტილებები. არ შეიძლება, საზოგადოების განწყობას არ მოუსმინო და ის არ გაითვალისწინო. სხვა აზრის მოსმენა უნდა შეგეძლოს, არ აქვს მნიშვნელობა, პროტესტი მოსახლეობის რამდენ პროცენტს აქვს", - აღნიშნა მან.

ლაშა ნოდიას თქმით, ქვეყანაში დიალოგის პრობლემაა. როგორც მან აღნიშნა, "ქართულმა ოცნებამ" საზოგადოებას უნდა მოუსმინოს.

"ბოლო წლებში, რასაც ვხედავთ, დიალოგი და აზრების გაცვლა გვაკლია. არ გადავაყოლოთ ქვეყანა ამ მოცემულობას. საკუთარ თავებს უნდა გადავახტეთ. პირველ რიგში, პრემიერს, მინისტრებს, პარლამენტის წევრებს ვგულისხმობ. მათ უნდა შეეძლოთ, ქუჩაში გამოვიდნენ და საზოგადოებასთან იმ თემებზე ისაუბრონ, რაც ხალხს აწუხებს. თუ პოზიციები ვერ შეჯერდა, მაშინ რაღაც გადაწყვეტილება უნდა მოინახოს", - აღნიშნა ლაშა ნოდიამ, რომელმაც "ქართულ ოცნებას", პირველ რიგში, აქციაზე ჟურნალისტებსა და სხვა მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტების გამოძიებისკენ მოუწოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები