განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე და ექს-დეპუტატი დავით ზურაბიშვილი ამბობს, რომ "ოცნების" უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია არაკვალიფიციური ნამუშევარია.
მან კონცეფცია "წერტილთან" ინტერვიუში შეაფასა და აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის“ პრინციპს, ანუ უნივერსიტეტების გეოგრაფიულ რეგულირებას სტუდენტების და ლექტორების უკმაყოფილება მოჰყვეს.
"რა იცის პრემიერმა რუსთავში უნდა იყოს, გურჯაანში თუ ცხოროწყუში უნივერსიტეტი, თან ერთი ფაკულტეტი წაიღოს, მოსწყვიტოს უნივერსიტეტს - ეგეთი რამ არც გამიგია. ისეთი ადამიანებისგან, ლექტორებისგან შემხვდა უკმაყოფილება სოციალურ ქსელში, რომლებიც ამ ხელისუფლების მხურვალე მხარდამჭერები არიან. საფრთხე იგრძნეს, რომ შეიძლება უმუშევრად დარჩნენ ამ რეფორმით. როგორც კი ამის პრაქტიკული განხორციელება დაიწყება, აქ ამბავი ატყდება, დედა შვილს არ აიყვანს ხელში. არ გამოვრიცხავ, იყოს აქციები სტუდენტებისგან და ლექტორებისგან, ძირითადად ოპოზიციურად განწყობილებისგან და ხელისუფლების მომხრე ლექტორები, არ გამოვრიცხავ, ბატონ ბიძინას ეახლონ პეტიციით, მოგვაშორეთ ეს კაცი [ირაკლი კობახიძე], თავისი რეფორმითო", - ამბობს დავით ზურაბიშვილი.




























