მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„არ გვაქვს სალარო, არ გვაქვს ბანკომატები...“ როგორია თიბისის საბანკო ბიზნესი უზბეკეთში

601557aa2fc61
ელენე გოგბერაშვილი
30.01.21 20:04
6962
„თიბისი“ უზბეკეთში ახალი თაობის, ციფრულ სერვისებზე დაფუძნებულ კომერციულ ბანკს ქმნის. უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში სატესტო რეჟიმში თიბისის ორი ფილიალი გასული წლის ოქტომბერში გაიხსნა.

#BMGDRIVE-ში „თიბისის“ გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე ამბობს, რომ მათთვის უზბეკეთი ძალიან საინტერსო ბაზარია. ყოველდღიურად "თიბისის" ციფრულ ბანკს უკვე 500 ახალი მომხმარებელი ემატება. გარდა ამისა, თიბისის საგადახდო კომპანია უზბეკეთში უკვე 2 მლნ მომხმარებელს ემსახურება.

როგორც ცნობილია, უზბეკეთში 2019 წლის აპრილში ბანკმა საგადასახადო მომსახურების Payme-ს საკონტროლო აქციების პაკეტი 5.5 მლნ დოლარად შეიძინა.

"უზბეკეთი 8-10-ჯერ დიდია და თუ საქართველოში ეკონომიკა გასულ წელს 6%-ზე მეტად შემცირად, 2020 წელს უზბეკეთს ეკონომიკის მცირედი, მაგრამ ზრდა ჰქონდა შარშან და წელსაც მაღალი ზრდის მაჩვენებლის პროგნოზი აქვთ.

ჩვენ ფაქტობრივად ლიცენზია ავიღეთ 2020 წელს, დავიწყეთ აქტიური საქმიანობა ნოემბრიდან და ყოველდღიურად 500 ახალი მომხმარებელი გვემატება. ვფიქრობთ,  1-2 წელიწადში ძალიან ბევრი მომხმარებელი გვეყოლება. მაგალითად, ჩვენ გვაქვს ჩვენი გადახდების კომპანია უზბეკეთში 2 წელია და 2 მლნ მომხმარებელს ვემსახურებით ჩვენი სისტემებით და შეიძლება ითქვას ყოველთვიურად 10-15 ათასი ფიზიკური პირი მომხმარებელი გვემატება ბოლო დეკემბერ-იანვრის მონაცემებით“-აცხადებს ბუცხრიკიძე.

მისი თქმით, უზბეკეთის ბაზარზე პენეტრაცია საბანკო სექტორის გაცილებით ასათვისებელია, ვიდრე საქართველოში.

„რომ წარმოვიდგინოთ საქართველო 15 წლის წინ, ის არის ახლა უზბეკეთში. პლიუს ქვეყანა ტექნოლოგიურად მზად არის, უბრალოდ იქ შევდივართ მთლიანად ახალი ტექნოლოგიებით. იქ უკვე გვყავს რამდენიმე ათეული ათასი მომხმარებელი. შეიძლება გასაოცარ რაღაცას გეუბნებით, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს სალარო, საკასო ცენტრი, ყველაფერს ციფრულად ვაკეთებთ. არ გვაქვს ბანკომატები, სხვა ბანკების ფულს და ქეშს ვიყენებთ.

ჩვენ იქ უნდა ვიყოთ ციფრული ბანკი. სულ მხოლოდ 2 ფილიალი გვაქვს, დანარჩენი გვაქვს სავაჭრო ცენტრებში წარმომადგენლობები და მხოლოდ სივრცეში ვაკეთებთ საბანკო ბიზნესს უზბეკეთში, რაც გაცილებით საინეტერსოა 21-ე საუკუნეში.

ამის ხელშემწყობი შეიძლება იყოს ის, რომ ნომინალი უზბეკური ვალუტის არის მაღალი და ტექნიკურად მოხმარება საკმაოდ რთულია. 1 დოლარი არის 10 000 იქაური ვალუტა, შესაბამისად ციფრულად ვალუტის გამოყენება გაცილებით უფრო მარტივია იქ, ვიდრე ნაღდი ფულით“-აცხადებს ვახტანგ ბუცხრიკიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები