მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ იქნება კარგი საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის - ჯონ პენელი "რუსულ კანონზე"

ჯონ პენელი

USAID-ის მისიის დირექტორი კავკასიაში ჯონ პენელი ამბობს, რომ ე.წ. რუსული კანონის მიღება საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის კარგი არ იქნება.

როგორც ჯონ პენელმა კანონპროექტთან დაკავშირებით BMG-ის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ეს შეფასება მოსალოდნელი გავლენიდან გამომდინარეობს, რომელიც კანონს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის დამოუკიდებლობაზე ექნება.

„როგორც აშშ-ის ასევე, ევროკავშირის მთავრობამ განაცხადა, რომ ამ კანონის მიღება არ იქნება კარგი საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის. ჩვენ გვესმის და გვჯერა, ასევე ევროკავშირმაც განაცხადა, რომ არ იქნება კარგი საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიისთვის, იმ გავლენის გათვალისწინებით, რომელიც მას სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის დამოუკიდებლობაზე ექნება. USAID-ი აგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას, ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, კერძო სექტორთან, ყველა მხარესთან და ასე გავაგრძელებთ, რათა საქართველომ მაქსიმალურად გამოიყენოს თავისი პოტენციალი“, - აღნიშნა ჯონ პენელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები