BMG-ის ინფორმაციით, "ასოციაცია ქართულ-რუსული" იქმნება, რომელსაც ბიზნესმენი ზაზა ნიშნიანიძე უხელმძღვანელებს. ზაზა ნიშნიანიძის განცხადებით, ასოციაციის უმთავრესი მიზანი იქნება, დაეხმაროს იმ ბიზნესმენებს, რომლებიც რუსეთში ექსპორტით არიან დაკავებული. ზაზა ნიშნიანიძის ინფორმაციით, ასოციაციის წევრებმა პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე გამართეს. აღსანიშნავია, რომ ბიზნესრეესტრში ახალი ასოციაცია ჯერ არ იძებნება.
BMG-მ თამაზ გაიაშვილს ჰკითხა, უერთდება თუ არა ახალ ასოციაციას. Georgian Airways-ის დამფუძნებლის განცხადებით, მას ეს საკითხი არ აინტერესებს.
- ბატონო თამაზ, "ასოციაცია ქართულ-რუსული" იქმნება...
- არ ვარ საქმის კურსში. შვებულებაში ვარ, წასული ვარ.
- მიესალმებით მსგავსი საბჭოს შექმნას?
- არ მაინტერესებს ეგ თემები. რაში მაინტერესებს, მე ჩემი საქმე მაქვს.
- არ არის მნიშვნელოვანი?
- ჩემთვის არაფერი არ არის ეგ თემა. მე არ ვარ საქმის კურსში.
- თუ შეიქმნება, კარგი იქნება თუ ცუდი?
- მე ვერ განვსაზღვრავ", - განაცხადა თამაზ გაიაშვილმა.