მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხორბლის იმპორტი $28.7 მლნ-მდე გაიზარდა | ვაჭრობის ისტორიაში პირველად ხორბალი UAE-დანაც შემოვიდა

ფქვილი

2026 წლის 4 თვეში საქართველოში ხორბლის შესყიდვები გაიზარდა და საიმპორტო არეალი შეიცვალა. ქვეყანამ ჯამში 28 მილიონ 785 ათასი დოლარის ღირებულების 113 029 ტონა ხორბალი შეიძინა. წლიურ ჭრილში იმპორტი 13%-ით გაიზარდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ხორბლის მთავარი მომწოდებელი ტრადიციულად რუსეთია, თუმცა წელს პირველად იმპორტიორ ქვეყნებს შორის არაბთა გაერთიანებული სამეფოცაა.

იანვარ-აპრილში რუსული ხორბლის იმპორტი 35%-ით გაიზარდა 25.3 მლნ დოლარამდე გაიზარდა, ჯამში ქვეყანაში 98 764 ტონა მარცვლეული შემოვიდა. ამასთან, წელს ყაზახეთიდან 72.7%-ით $1.8 მილიონამდე შემცირდა და საქართველოში 7 838 ტონა ყაზახური ხორბალი ვიყიდეთ.

რაც შეეხება არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, წელს ამ მიმართულებიდან, როგორც აღვნიშნეთ პირველად, 1 მილიონ 577 ათასი დოლარის ღირებულების 6 399 ტონა ხორბალი შემოვიდა. იმპორტი მარტ-აპრილზე ნაწილდება.

უნდა აღინიშნოს, რომ იანვარ-აპრილში ფქვილის იმპორტი შემცირდა. საქართველომ 2 მილიონ 866 ათასი დოლარის 6 026 ტონა ხორბლის ფქვილი შეიძინა. კლება ძირითადად მთავარი მომწოდებელი ქვეყნიდან - რუსეთიდან ფქვილის იმპორტის 54%-იანი შემცირებით არის განპირობებული. ამ პერიოდში საქართველოში ფქვილი ძირითადად 5 ქვეყნიდან შემოვიდა:

  1. რუსეთი - $1.5 მლნ, 3 629 ტონა;
  2. თურქეთი - $579 ათასი, 943 ტონა;
  3. აზერბაიჯანი - $508 ათასი, 1 129 ტონა;
  4. იტალია - $206 ათასი, 184 ტონა;
  5. უკრაინა - $58 ათასი, 108 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები