მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არ მახსოვს, ვინმე გადაგვემზადებინოს და შემდეგ რომელიმე შვილობილ კომპანიაში არ დაგვესაქმებინოს" - "თეგეტა აკადემია"

თეგეტა აკადემია

პროფესიული განათლებისა და ავტოინდუსტრიის სფეროში კვალიფიციური კადრების მნიშვნელობაზე BMGtv-ის ეთერში "თეგეტა აკადემიის" დირექტორმა, ოთარ სიხარულიძემ ისაუბრა.

მისი თქმით, ეს ინდუსტრია დღეს კადრების მწვავე დეფიციტის წინაშე დგას, თუმცა "თეგეტა აკადემია" დიდ ძალისხმევას სწევს იმისთვის, რომ ის სამუშაო ძალა, რომელშიც დიდი დროითი და ფინანსური რესურსი ჩადეს შეინარჩუნონ.

"ამ მიმართულებით ერთ-ერთი კარგი ბერკეტი რაც გაგვაჩნია დამატებითი ტრენინგების შეთავაზებაა. მაგალითად მექანიკოსი, რომელსაც დამატებით ტრენინგს სთავაზობ, შეძლებს მცირე წლოვანების ავტომობილი შეაკეთოს, რაც მისთვის დამატებითი ფინანსური ბენეფიტია", - ამბობს ოთარ სიხარულიძე.

სიხარულიძე ასევე აღნიშნავს, რომ  "თეგეტა აკადემია" ადამიანური კაპიტალის გუნდთან ერთად აწარმოებს კვლევებს იმის გასაგებად, თუ რა არის კადრების დეფიციტის მთავარ მიზეზი. სტატისტიკა კი აჩვენებს, რომ მთავარი პრობლემა კადრების უცხოეთში გადინებაა.

"არის პერიოდი, როდესაც გადინების მაჩვენებელი მაღალია. ახლა შედარებით დასტაბილურდა. ამის პრევენციისთვის რასაც ვაკეთებთ ის არის, რომ მიუხედავად მოთხოვნისა, ჩვენ "თეგეტა აკადემიის" სახით კონვეიერი გვაქვს აწყობილი. ჰოლდინგის განვითარების პარალელურად იმდენად მაღალია შიდა დაწინაურების მაჩვენებელი, რომ არ მახსოვს, ვინმე გადაგვემზადებინოს და შემდეგ ის რომელიმე შვილობილ კომპანიაში ვერ დაგვესაქმებინოს", - აღნიშნავს თეგეტა აკადემიის" დირექტორი ოთარ სიხარულიძე.

ცნობისთვის: „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან აქტიურად ეწევა საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები