მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არ მაქვს საკმარისი ინფორმაცია“ – EBRD-ის პირველი ვიცე–პრეზიდენტი შავი ზღვის კაბელის პროექტზე

შავი

„ეს პროექტი იყო ეკონომიკის მინისტრთან ჩემი საუბრის ერთი თემა, თუმცა ამ ეტაპზე არ მაქვს საკმარისი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე ზუსტი კომენტარი გავაკეთო ამ პროექტის შესახებ“ – ასე უპასუხა EBRD-ის პირველმა ვიცე–პრეზიდენტმა იურგენ რიგტერინკმა „ანალიტიკა“–ს ავტორისა და წამყვანის ელენე კვანჭილაშვილის კითხვას – რამდენად ხედავს მსოფლიოს ერთ–ერთი უმსხვილესი განვითარების ბანკი შავი ზღვის კაბელის პროექტის მომავალს.

საქართველო შავი ზღვის ახალი ელექტროკაბელის მშენებლობისთვის, შავი ზღვის ფსკერის შესწავლას 30 მილიონი ევროთი აფინანსებს. ამ გადაწყვეტილებამდე – საქართველომ, რუმინეთმა, აზერბაიჯანმა და უნგრეთმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე ახალი ენერგეტიკული კაბელის მშენებლობას ითვალისწინებს.

რაც ამ ეტაპზე ვიცით, 2023 წლის ბოლოს იტალიური კომპანია CESI-ისგან უნდა გვქონდეს სრული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება იმის შესახებ, თუ რა უნდა იყოს 1,100 კილომეტრიანი მარშრუტის ზუსტი საინვესტიციო თანხა. ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებით, პროექტის სავარაუდო ღირებულება 2.3 მილიარდი ევროა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები