მე არ მეგულება ადამიანი, რომელიც ხმას არ მისცემს ჩვენი ქვეყნის მშვიდობას და განვითარებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ის ურჩევს ოპოზიციას, რომ შეეგუონ დამარცხებას.
„ჩვენ დიდი ხანია ოპოზიციაზე გვაქვს ჩამოყალიბებული აზრი, მოსახლეობამ და ჩვენმა ხალხმა ძალიან კარგად ნახა, რომ ოპოზიცია არ ზრუნავს ჩვენი ხალხის ინტერესებზე მათი მთავარი მისია და დავალება არის უცხო სახელმწიფოების ინტერესების გატარება. ბუნებრივია იციან, რომ მარცხდებიან და მარცხდებიან მორიგ ჯერზე. მე მათ ვურჩევდი, რომ შეეგუონ მორიგ ამ დამარცხებას და ჩვენი ხალხის გამარჯვება ერთად ვიზეიმოთ.
მე არ მეგულება ადამიანი, რომელიც ხმას არ მისცემს ჩვენი ქვეყნის მშვიდობას და განვითარებას. მე არ გამოვრიცხავ, რომ ბევრი ადამიანი შეცდომაში იყოს შეყვანილი, ამ პროპაგანდის გამო, რომელიც თქვენი ტელევიზიების და ცრუ ოპოზიციის ტყუილების შედეგია, მაგრამ მე კიდევ ვიმეორებ, რომ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა დღეს ხმას მისცემს მშვიდობას და ქვეყანა გაიმარჯვებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.