მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მახსენდება ბავშვობის წლები, როცა პარლამენტს უშენდნენ ქვემეხებს... დღეს იგივეა - ღარიბაშვილი

გომელაური ღარიბაშვილი

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი სამართალდამცველებზე ძალადობას გმობს. მან ამის შესახებ "კურიერთან" ისაუბრა.

მან პროევროპულ, მშვიდობიან დემონსტრაციებზე პიროტექნიკის გამოყენება პარლამენტისთვის ქვემეხების და ავტომატის სროლას შეადარა.

"ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი ის ძალადობა, რომელიც მთელმა საზოგადოებამ იხილა. ვნახეთ, როგორ ესხმოდნენ თავს ჩვენს გმირ, საამაყო პოლიციელებს, ჩვენს სპეცრაზმელებს, პატრულის, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს, მეხანძრე-მაშველებს, როგორ უშენდნენ ცეცხლს საქართველოს პარლამენტის შენობას. მე მახსენდება ბავშვობის წლები, საშინელი პერიოდი, როცა პარლამენტს უშენდნენ ქვემეხებს და ესროდნენ ავტომატით. დღეს იგივეა, ფაქტობრივად, ჩემთვის იგივე ასოციაციები გამოიწვია ამ ნანახმა მძიმე სცენებმა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, "პოლიციელებზე თავდასხმა იგივე სახელმწიფოზე თავდასხმაა". მან შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს და სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა, გადატრიალების მცდელობის თავიდან არიდებისთვის.

"მათ ძალიან მაგრად მართეს ეს პროცესები და უნდა ითქვას პირდაპირ, რომ სწორედ პოლიციამ, ისევე როგორც უსაფრთხოების სამსახურმა, თავიდან აარიდა ჩვენ ქვეყანას გადატრიალება და რევოლუცია",- ამბობს ღარიბაშვილი.

აბსურდია, რომ პროტესტის ნიშნად დავტოვე პარტია - ირაკლი ღარიბაშვილი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები