ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, 24 იანვარს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ 1-ელ თებერვალს პარტიის ყრილობა გაიმართება.
ჩვენი ინფორმაციით, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე იქნება წარდგენილი, ხოლო მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.
გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე ასევე დაიკავებს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის პოსტს.