მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მხრიდან ამერიკასთან სტრატეგიული ურთიერთობის გაძლიერების განწყობა ყოველთვის არსებობდა - ღარიბაშვილი

პრემიერი

ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მხრიდან ამერიკასთან სტრატეგიული ურთიერთობის გაძლიერების განწყობა ყოველთვის არსებობდა. ასე უპასუხა მან აჭარაში ვიზიტისას ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, რომელიც სტრატეგიულ დასავლელ პარტნიორთან ურთიერთობის სისუსტეების შესახებ ირაკლი კობახიძის შეფასებას შეეხებოდა.

საქმე ის არის, რომ გასულ თვეს ახლად დანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ბრიუსელში გამართული შეხვედრების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობას აშშ-სთან ურთიერთობის კუთხით სისუსტეები ჰქონდა, რაც, სხვა ფაქტორებს შორის, სტრატეგიული პარტნიორობის შესუსტებით გამოიხატებოდა. პოლიტიკურ და პროტოკოლურ ასპექტებთან ერთად პრემიერმა ურთიერთობების ეკონომიკური მხარეც ახსენა და თქვა, რომ აშშ-სთან არ გვაქვს კარგი ურთიერთობა სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით, პირდაპირი ფრენებისა და უვიზო მიმოსვლის საკითხი კი გაუმჯობესებას საჭიროებს.

ჟურნალისტის კითხვაზე, იღებს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი პასუხისმგებლობას, აშშ-სთან შესუსტებული თანამშრომლობისა და მათი მხრიდან გაჟღერებული კრიტიკული განცხადებებისთვის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ერთი წინადადებით უპასუხა: "ამერიკა არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენი მხრიდან ყოველთვის იყო და არის განწყობა, რომ ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გავაღრმაოთ და გავაძლიეროთ”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები