მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-თან არ გვაქვს პირდაპირი ფრენები და უვიზო მიმოსვლა, რაც საჭიროებს გაუმჯობესებას - პრემიერი

ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-სთან ურთიერთობის კუთხით, წლების მანძილზე გარკვეული სისუსტეები შეინიშნებოდა. ამის შესახებ ბრიუსელიდან დაბრუნებულმა პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში მართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ წლებია აშშ-სა და საქართველოს შორის უმაღლესი დონის ვიზიტები არ შემდგარა, ამასთან, სისუსტე იყო პროტოკოლურ საკითხებში. პრობლემაა ისიც, რომ ამ ორ ქვეყანას შორის არ არის პირდაპირი ფრენები და უვიზო მიმოსვლა, რაც გასაუმჯობესებელია.

"აშშ-თან ურთიერთობის კუთხით, წლების მანძილზე გვქონდა სისუსტეები, ინტერესი თითქოს შესუსტებული იყო სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით. უმაღლესი დონის ვიზიტები არ შემდგარა ქვეყნებს შორის, უკვე თითქმის 7 წელია. სისუსტე იყო პროტოკოლურ საკითხებშიც. დაახლოებით მერვე წელია უმაღლეს დონეზე არც ერთ პრემიერს, პრეზიდენტს არ მიუღია მილოცვა ამერიკისგან.

არც სავაჭრო-ეკონომიკური კუთხითა არ გვაქვს კარგი ვითარება, არ გვაქვს პირდაპირი ფრენები, უვიზო მიმოსვლა, ეს საჭიროებს გაუმჯობესებას.

დღეს მქონდა აშშ-ს ელჩთან შეხვედრა, გვქონდა საუბარი, სტრატეგიული პარტნიორობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით გამოიხატა სურვილი. ჩვენი მხრიდან არის მაქსიმალური სურვილი პარტნიორობის გაღრმავებასთან დაკავშირებით.

დანარჩენი დამოკიდებულია კონკრეტულ ქვეყნებზე, ურთიერთობები არის ორმხრივი. საკითხი, სწორედ ამ ორმხრივ ინტერესებზეა დამოკიდებული.. ჩვენი პრიორიტეტები არის ნათელი, ჩვენ გვინდა, როგორც შტატებთან, ასევე ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება“, - განმარტავს ირაკლი კობახიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები