მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არ მგონია, [78–ე მუხლის კონსტიტუციიდან ამოღება] სერიოზულად განიხილებოდეს - ნინო ჯაფარიძე

ნინო ჯაფარიძე

„არ მგონია [78–ე მუხლის კონსტიტუციიდან ამოღება] სერიოზულად განიხილებოდეს“,- ამის შესახებ ოქსფორდის პოლიტოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ნინო ჯაფარიძემ "ანალიტიკასთან" ინტერვიუში განაცხადა.

მან საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებზე ისაუბრა, რომელიც აჩვენებს, რომ 75-დან 83%-მდე ვარირებს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი მოსახლეობაში, ახალგაზრდებში კი 90%-საც კი აჭარბებს. ნინო ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ მსგავსი ნაბიჯი არა მხოლოდ ამომრჩევლის ნების წინააღმდეგ წასვლა იქნება, "ოცნებას" დასავლეთთან ურთიერთობის კონტექსტშიც დააზიანებს.

"არსებულ ხელისუფლებას საქართველოს პარტნიორებთან ურთიერთობების აწყობის დიპლომატიური გზაც სჭირდება და ამ გზაზე, ეს იქნება ევროკავშირი თუ ამერიკის შეერთებული შტატები, არ უადვილდებათ ურთიერთობების გამოსწორება. ამერიკის მაგალითზე ვიტყოდი, მთლიანად გაუქმებული არის სტრატეგიული პარტნიორების ხელშეკრულება, რომელიც ამერიკამ შეაჩერა, იმიტომ რომ ხედავენ საოცრად ანტიამერიკულ რიტორიკას, ნახეთ ამერიკის ელჩების მიმართ როგორი დამოკიდებულება იყო და ამას არ აქვს მნიშვნელობა რესპუბლიკელი იქნება თეთრ სახლში თუ დემოკრატი.

რაღაცნაირად სურთ, გახსნან მოლაპარაკებები [დასავლეთთან], ჭადრაკს თამაშობენ. არ მგონია, ეს [78–ე მუხლის კონსტიტუციიდან ამოღება] სერიოზულად განიხილებოდეს, ეს რომ გააკეთოს "ოცნებამ", ახლა თუ რუსთაველზე არის მეტ-ნაკლებად მცირერიცხოვანი, ყოველდღიური აქციები, კონკრეტულ დღეებში უფრო დიდია, ვინაიდან დიდს მობილიზება, მედია საშუალებები, ორგანიზება სჭირდება - ამის ყველაფრის საშუალება "ოცნებამ" დიდი წარმატებით შეამცირა და ყოველდღე ამცირებს - ამისდა მიუხედავად, რამდენადაც არ უნდა გაამკაცროს კანონები, ეს იქნება ძალიან სერიოზული დარტყმა მათთვის",- ამბობს ნინო ჯაფარიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები