მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“არ შეიძინოთ საეჭვო წარმომავლობის ხორცი“ - სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

BM.GE
10.07.23 11:50
139
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღო მორიგი შეტყობინება ტრიქინელოზის კლინიკურად დადასტურებული შემთხვევის შესახებ, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

როგორც მათ მიერ გავრცელებულ რელიზში წერია, შეტყობინების მიღებისთანავე სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა განახორციელეს სახელმწიფო კონტროლი ქუთაისის ე.წ. ცენტრალურ ბაზარში და ხორცის რეალიზატორ ბიზნესოპერატორებთან. მოკვლევა გრძელდება. ბოლო ორი თვის განმავლობაში ქვეყანაში ტრიქინელოზის მეხუთე დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, არ შეიძინოს ხორცი არაორგანიზებულ სავაჭრო ობიექტებში, სადაც არ არის წარმოდგენილი ვეტერინარული ზედამხედველობის დამადასტურებელი დოკუმენტი - ფორმა 2!

როგორია ბაზარზე კონტროლის მექანიზმები და რა უნდა გავითვალისწინოთ პროდუქციის შეძენამდე მითუფრო ზაფხულის ცხელ სეზონზე?

სტუმარი: მიხეილ სოხაძე - გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) - ს პროექტის მენეჯერი;


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები