მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ უნდა გვქონდეს წარმოდგენა, რომ დღეიდან ყველა ბაზარი იფუნქციონირებს - დავითაშვილი

5ea6a5ebca66f
ინგა მურუსიძე
27.04.20 13:35
908
მხოლოდ ის აგრარული ბაზრები გაიხსნება, რომლებიც ყველა გაწერილ წესს შეასრულებს, - ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

"ეტაპობრივად, ჩვენ ვთქვით, რომ შეგვეძლო მეტი აგრარული ბაზრის გახსნისთვის შეგვეწყო ხელი. მნიშვნელოვანია, რომ აქ გასათვალისწინებელია - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა დეტალური გაიდლაინები, რომელიც უზრუნველყოფს ჰიგიენური და სანიტარული სტანდარტების დაცვას, ასევე რისკების შემცირებას. ეს წინაპირობები უნდა შეასრულოს თითოეულმა აგრარულმა ბაზარმა, ეს იქნება საცალო თუ საბითუმო.

ამ მომენტისთვის საქართველოში რეგისტრირებულია 80 აგრარული ბაზარი, თუმცა მათი უმრავლესობა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და ჩვენ არ უნდა გვქონდეს წარმოდგენა, რომ დღეიდან ყველა ბაზარი იფუნქციონირებს. ყველა ის აგრარული ბაზარი, რომელიც საჭიროებს მუშაობას, უნდა აკმაყოფილებდეს გაიდლაინებს. საუბარია თერმოსკრინინგზე, მოვაჭრეების ჯანმრთელობის მიკვლევადობაზე, პირბადეების ტარებაზე, სადეზინფექციო სამუშაოებზე და ა.შ, რაც გაწერილია საგანგებო ვითარების პირობებში",- განაცხადა დავითაშვილმა.

მან მარნეულში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ადგილობრივებსა და ბითუმად შემსყიდველებს შორის შეიქმნა საბითუმო ბაზრის სპეციალური ფორმატი და პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა მოგვარებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები