მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ უნდა მივცეთ ხელისუფლებას საშუალება, ანტისაბანკო კამპანია ააგოროს - რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ბანკების საწინააღმდეგო კამპანიის აგორების საშუალება არ უნდა მივცეთ.

ის სოციალურ ქსელში წერს, რომ გაბედული ნაბიჯია ბანკების მიერ 5 მლნ ლარის გამოყოფა.

"ის რაც “თი ბი სი” ბანკმა და “საქართველოს ბანკმა” გააკეთა, არის გაბედული და პატრიოტული ნაბიჯი. საპროტესტო აქციების მხარდამჭერი 5 მილიონი ლარის ოდენობის ფონდის შექმნა უპრეცედენტოა ავტორიტარული მიდრეკილების მქონე ხელისუფლების პირობებში.

ბანკები რომ არავის უყვარს (არა მარტო ჩვენთან) გარკვეული მიზეზების გამო, ეს ცნობილი ამბავია. არ უნდა მივცეთ ხელისუფლებას იმის საშუალება, რომ ანტისაბანკო კამპანია ააგოროს. ოპოზიციისა თუ საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენელიც ძალაუნებურად ხელს უწყობს ამას (მაგალითად, მოწოდება, რომ ბოიკოტი გამოვუცხადოთ ბანკებს).

კრიტიკის ისრები ამ უკანონო ხელისუფლებისკენ უნდა მივმართოთ",- წერს რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა და ერთობლივად 5 000 000 ლარს გამოყოფენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები