მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ ვაპირებ, რამე ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ - პრეზიდენტი გვარამიას შეწყალებაზე

64948506e471f
ალა ისპირიანი
22.06.23 21:19
538
არ ვაპირებ, რამე ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ, ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია “მთავარის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა.

"დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე არ ვაპირებ, რამე ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს.

მინდა მხოლოდ ის გაგახსენოთ, რაც ასევე ევროპარლამენტში, ბრიუსელში ვთქვი - ასეთ გადაწყვეტილება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა და არ ექვემდებარება ვინმეს ზეწოლას. რჩევას, რეკომენდაციას, თუ სხვა ტიპის მუქარას“, -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ 16 მაისს ცნო. მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა გვარამიას 2020 წლის 6 სექტემბერს, ბრალი „რუსთავი 2“-ის საქმეზე წაუყენა. მას ბრალად ედებოდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება ჰქონდა შეზღუდული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები