ვთქვით, რომ არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგს, ეს თავისთავად გულისხმობს, რომ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
„ჩვენ ვიყავით პირველი, ვინც გავაკეთეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ გუშინდელი ისტორიული არჩევნები მოიპარა ივანიშვილმა. ეს არის ქართველი ხალხის ნების ტოტალური უგულებელყოფა. რეალურად, ადგილი ჰქონდა, რუსული ტიპის სპეცოპერაციას ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომელმაც აირჩია ევროპული მომავალი. ივანიშვილმა მიიტაცა ეს გამარჯვება“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მანდატებზე უარი თქვა პარტიამ "კოალიცია ცვლილებებისთვის".