მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არ ვარ გულუბრყვილოდ განწყობილი საქართველოში განვითარებული მოვლენების მიმართ, ძალიან შეშფოთებულები ვართ - რუტე

მარკ რუტე

"არ ვარ გულუბრყვილოდ განწყობილი საქართველოში განვითარებული მოვლენების მიმართ. ჩვენ უაღრესად შეშფოთებულები ვართ და ეს ავუხსენით ქართველებს", - თქვა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებასთან (RFE/RL) ინტერვიუში ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ.

"ჩვენ მათთან თანამშრომლობა გვაქვს და ვფიქრობ, თავად ეს თანამშრომლობაც ემსახურება მიზანს, რომ გვქონდეს არხი, რომლის საშუალებითაც შეგვეძლება ჩვენი წუხილის გამოხატვა და მოდით, ყოველივე ამას ცოტა ჰოლისტურადაც შევხედოთ, რადგან არის საქართველო, მაგრამ ასევე ვხედავთ, რა ხდება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, სადაც როგორც ჩანს, ბევრად უკეთესი მდგომარეობაა იმის გამო, რასაც პრეზიდენტი ტრამპი აკეთებს, ამიტომ საქართველოს მთლიანი სამხრეთ კავკასიის კონტექსტშიც შევხედავდი", - თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები