მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არ ვეთანხმები იმას, რომ საქართველოში სამუშაო ძალის დეფიციტია“ - მიხეილ სვიმონიშვილი

64331d30ed269
ლიკა მეგუთნიშვილი
10.04.23 10:20
3807
„აზრს, რომ საქართველოში სამუშაო ძალის დეფიციტია, არ ვეთანხმები“ - ამის შესახებ BMG-სთან „მარგებელი ჰოლდინგი“-ს მმართველმა პარტნიორმა, მიხეილ სვიმონიშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოში ნიჭიერი ახალგაზრდები არიან, რომელთა მოძებნაც სირთულეს სულაც არ წარმოადგენს.

„ის, რომ საქართველოში კადრები არ არის, არანაირად არ ვეთანხმები. თუნდაც იმ პროექტებს, რასაც ვგეგმავ, ალბათ ვერავინ გარისკავდა, მაგრამ, ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად საკმარისად ბევრი ახალგაზრდაა. ჩემი კომპანიის მაგალითზე გეტყვით, ყოფილა გარკვეული მოლაპარაკებები უცხოელებთან, სადაც ჩემმა რამდენიმე თანამშრომელმა ისე წარმოადგინა ჩვენი ქვეყანა, რომ მე თითქმის არ ჩავრეულვარ. იმისთვის, რომ სტანდარტებს მიაღწიო, პროფესიული განათლება გვჭირდება და გვჭირდება ეს ხალხი, რომელიც გვყავს. დმანისში ახალი ტრენინგ ცენტრის მშენებლობა ჯერ არც დაგვიწყია და 40 ახალი კადრი უკვე ავიყვანეთ. მათი გადამზადების პროცესი დავიწყეთ. თებერვალში ნაწილი უკვე ავსტრიასა და გერმანიაში წავა. ეს ხალხი ნამდვილად იძებნება და ამისთვის დმანისის მაგალითიც საკმარისია“, - აცხადებს მიხეილ სვიმონიშვილი.

ბიზნესმენის თქმით, იმისთვის რომ სამუშაო ძალის ქვეყნიდან გადინება არ მოხდეს, მნიშვნელოვანია, საქართველოში ინდუსტრიალიზაციის პროცესი დაჩქარდეს და მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდეს.

„ბევრი კარგი პროექტი არის იმის პირობა, რომ აქ პროფესიონალი კადრები დარჩნენ. უამრავი ნიჭიერი ადამიანი მუშაობს უცხოეთში, ამა თუ იმ ინდუსტრიაში, ამ ხალხს აქ არ აქვს რეალიზაციის საშუალება და ვერც გაამტყუნებ. ამიტომ, ბევრი კარგი პროექტი სჭირდება ქვეყანას, რათა მარტივად გადაიჭრას პრობლემები, რაზეც სულ საუბრობენ, მაგრამ არავინ ამბობს, რატომ არის ეს პრობლემები“, - განაცხადა „მარგებელი ჰოლდინგის“ მმართველმა პარტნიორმა, მიხეილ სვიმონიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები