ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოს განვითარების ფონდის [ყოფილი საპარტნიორო ფონდი] დაფინანსებას არ ითვალისწინებს. მისივე თქმით, ფონდს თავდაპირველად ინვესტორების მოძიება გაუჭირდება, თუმცა საბოლოოდ ამ ფონდის ამოცანა მაინც ინვესტორების მოძიებაა.
“არ ვფიქრობთ, რომ საპარტნიორო ფონდში მომდევნო წელს რაიმე შენატანი ბიუჯეტიდან განხორციელდება. ფონდისთვის კორპორატიზაცია იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მან შეძლოს დაარწმუნოს ინვესტორები. მათი ნაწილი საწყის ეტაპზე შესაძლოა უფრო სკეპტიკურად იყოს, თუმცა ეს იქნება ფონდის მთავარი ამოცანა", - ამბობს კაკაურიძე.