ამ წუთებში პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც "ქართული ოცნება" რუსულ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს.
პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაიწვიოს უკან რუსული კანონი, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციას უშლის ხელს და იმ ქვეყნების ჩამონათვალში გვაქცევს, რომელთა ხელისუფლებებიც სანქცირებული არიან.
პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებების ეტაპზეა.




























