მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, "რუსული კანონის" წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იგეგმება

პარლამენტი

დღეს, 10:00 საათზე პარლამენტის იურიდიული კომიტეტი ე.წ. რუსული კანონის განხილვას იწყებს. ამის საპასუხოდ, სტუდენტები და ახალგაზრდები პარლამენტთან შეკრებას და "რუსული კანონის" წინააღმდეგ საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.

მსვლელობა 11 საათზე 3 მიმართულებიდან, კერძოდ ილიას უნივერსიტეტიდან, თსუ-ს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და რუსთაველის მეტროდან დაიწყება. მასში თითქმის ყველა უნივერსიტეტის სტუდენტი იქნება ჩართული.

"ჩართულია ყველა ახალგაზრდა, ვისაც ესმის ამ პროცესის მნიშვნელობა და დარწმუნებული ვარ, რომ როგორც შარშან მოვახერხეთ, ამ ჩვენი ბრძოლით, რომ როგორმე უკან გაეწვიათ ეს კანონი, წელსაც ანალოგიურს მივაღწევთ. საქართველოს ყველა მოქალაქის ვალდებულებაა, გამოვიდეს, დადგეს აქციაზე და გააპროტესტოს", - განაცხადა ორგანიზაცია „12 სართულის“ წარმომადგენელმა, ზუკა შოშიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ დღესვე, 19:00-ზე უფრო მასშტაბური აქციაა დაანონსებული, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები გამართავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები