მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვეთიშებით სასწავლო პროცესს და ვუერთდებით გაფიცვას" - კონსერვატორიის სტუდენტები

კონსერვატორია

კონსერვატორიის სტუდენტები ვეთიშებით სასწავლო პროცესს და ვუერთდებით გაფიცვას, - ამის შესახებ კონსერვატორიის სტუდენტები სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებენ.

"ჩვენ, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები, პროფესორები და თანამშრომლები, კატეგორიულად ვგმობთ საქართველოს მთავრობის მიერ არჩეულ ანტიკონსტიტუციურ, ანტიდასავლურ გზას. წინააღმდეგობას ვუცხადებთ პარლამენტის უმრავლესობის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” და მხარს ვუჭერთ იმ ადამიანებს, რომლებიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ხელისუფლების ძალადობრივი რეჟიმის მსხვერპლნი გახდნენ. არასდროს შევეგუებით მჩაგვრელ, ღირსების შემლახველ სისტემას, რომელსაც დღეს საქართველოს მთავრობა და ძალოვანი სტრუქტურები საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებენ.

ამის გათვალისწინებით, კონსერვატორიის სტუდენტები ვეთიშებით სასწავლო პროცესს და ვუერთდებით გაფიცვას.

მოგმართავთ აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს: შემოგვიერთდით ამ ბრძოლაში”, – აცხადებენ კონსერვატორიის სტუდენტები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები