მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არა, ბატონო სამხარაძე" - ნიდერლანდების ელჩი ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებას უარყოფს

სს

ნიდერლანდების ელჩი საქართველოში მელინე არაკელიანი საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებას უარყოფს, რომელმაც თქვა, რომ ევროკომისიის გაფართოების ანგარიში საქართველოს წინსვლას ადასტურებს.

მელინე არაკელიანს დეპუტატის პოსტი გაზიარებული აქვს და პასუხობს, რომ ეს ასე არ არის.

„არა, ბატონო სამხარაძე. ეს ასე არ არის. საქართველო არ პროგრესირებს ევროკავშირის გზაზე, სანამ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში უკან დახევაა. ამის გამო შეჩერებულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი“, - წერს ნიდერლანდების ელჩი საქართველოში.

რაც შეეხება ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებას, შემდეგია:"ევროკომისიის გაფართოების ანგარიში საქართველოს შესახებ აღნიშნავს ბოლო 12 თვის განმავლობაში პროგრესის სხვადასხვა დონეს გაფართოების 35 თავიდან 25-ში. ამრიგად, მრავალი ბრალდებისა და სპეკულაციის საწინააღმდეგოდ, საქართველოს პროგრესი აქვს ევროკავშირის გზაზე და ჯერ კიდევ უსწრებს ბოსნია და ჰერცეგოვინას, მოლდოვასა და უკრაინას ფუნდამენტური უფლებების თავში“, - წერს სამხარაძე X-ზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები