მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არა მოძალადე და ტერორისტ რუსეთს! საქართველო ევროპაა! - ქართული რაგბის მხარდამჭერთა კლუბი

საქართველო ევროკავშირი

ქართული რაგბის მხარდამჭერთა კლუბი "მეთექვსმეტე" ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში კლუბი გმობს მოქალაქეებზე ძალადობას და ითხოვს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების, მათ შორის, ნიკა ალავიძის გათავისუფლებას.

ქართული რაგბის მხარდამჭერთა კლუბი კატეგორიულად ვგმობთ იმ ფიზიკურ ძალადობას, რასაც 10 დღის განმავლობაში ვუყურებთ და რაც უკვე ჩვენი კლუბის რამდენიმე წევრმა და მეგობარმა საკუთარ თავზე გამოცადა...

ასევე ყველა იმ ქმედებასა და განცხადებას, რის გამოც, ჩვენი ქვეყანა ცივილიზაციასა და საქართველოს მომავლის ერთადერთ, უალტერნატივო განვითარების გზას ჩამოშორდა.

ვითხოვთ ჩვენი მეგობრის, ნიკოლოზ ალავიძის, მისი შვილისა და ყველა უკანონოდ დაკავებულის გათავისუფლებას!

არა მოძალადე და ტერორისტ რუსეთს!საქართველო ევროპაა!", - ნათქვამია Facebook-ში გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციისთვის: ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკა ალავიძე და მისი შვილი, გუშინ, გამთეენიისას პროევროპულ აქციაზე დააკავეს. ორივე ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები