მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არა რუსეთს... ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა" - ბუდუ ზივზივაძე

ფეხბურთელი

საქართველოს ფეხბრუთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე Facebook-ის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც კიდევ ერთხელ აფიქსირებს თავის პოზიციას და წერს, რომ იმ ახალგაზრდების გვერდით დგას, რომლებიც საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხეში საქართველოს მომავლისთვის აგდებენ.

"ძალიან სამწუხაროა, რომ სპორტსმენს, კონკრეტულად კი ფეხბურთელს უკვე მეორედ მიწევს დავაფიქსირო აზრი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და არ მიწევს ფეხბურთზე ფიქრი და ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადება, რომ ჩემი ქვეყანა დიდ საფეხბურთო ფორუმზე ვასახელო, მაგრამ როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ კვლავ გავიმეორო - არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს.

საქართველოს გზა ევროპაშია.

ვდგავარ იმ ახალგაზრდების გვერდით, ვინც თავიანთ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ საქართველოს მომავლისთვის.

ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა.

პ.ს მსურს რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს როგორც 26 მარტის ღამეს იყო

მე ვარ საქართველო", - წერს ბუდუ ზივზივაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები