მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„არა რუსულ არჩევნებს!” - თბილისში მარში მიმდინარეობს

1212

„არა რუსულ არჩევნებს!” - ამ ლოზუნგით თბილისში მარში მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები თსუ-ის პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ, ამჟამად კი პარლამენტისკენ მსვლელობით მიემართებიან.

მარშში მონაწილეობას იღებენ თვითმმართველობის არჩევნების მიმართ ბოიკოტში მყოფი ოპოზიციური პარტიები, აქტივისტები, სტუდენტები და აქციების დროს დაკავებულთა ოჯახის წევრები.

ცნობისთვის, 19 ივლისი ქვეყანაში უწყვეტი პროევროპული აქციების 234-ე დღეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები