მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არა რუსულ კანონს" - აშშ-ში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტების პროტესტი

არა რუსულ

"არა რუსულ კანონს" - ამ ლოზუნგით აშშ-ში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტების ორგანიზებით, ფლორიდის შტატში, კუნძულ ქი უესტზე აქცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ.

ჟურნალისტები აცხადებენ, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი საქართველოში კრიტიკული მედიის მომავალს საფრთხეს უქმნის და მხოლოდ რუსული ინტერესების გატარებას ემსახურება.

ქართველი ჟურნალისტები, რომლებიც უკვე წლებია, აშშ-ში ცხოვრობენ, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ.

რამდენიმე დღის წინ საქართველოში "რუსული კანონის" მიღების მცდელობა გააპროტესტეს ნიუ-იორკში მცხოვრებმა ჟურნალისტებმა და სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები