მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არა რუსულ კანონს" - შვეიცარიაში, საქართველოს საელჩოსთან მოქალაქეებმა აქცია გამართეს

სს

"არა რუსულ კანონს" - შვეიცარიაში, ქალაქ ბერნში, საქართველოს საელჩოსთან საქართველოს მოქალაქეებმა აქცია გამართეს.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ნანა ნაცვლიშვილმა bm.ge-სთან თქვა, ის გაეცნო კანონის შინაარსს და მიაჩნია, რომ ის ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს.

მისივე თქმით, ბერნში, საქართველოს საელჩოსთან გამართული აქციით, სოლიდარობას გამოხატავენ იმ თანამოქალაქეების მიმართ, ვინც "რუსულ კანონს" აპროტესტებს.

"მიუხედავად იმისა, რომ დღეს 17 მაისს 2024 წელს, საქართველოს პარლამენტის და მაცნეს ვებგვერდები შვეიცარიიდან არ იხსნება და დაბლოკილია, მაინც მოვიპოვეთ კანონის ვერსია და გულდასმით წავიკითხე.

ეს კანონი არ შეესაბამება ევროპული დემოკრატიული სახელმწიფოს სამართლებრივ ჩარჩოებს, არ არის მიზნობრიობის და პროპორციულობის სამართლებრივი პრინციპები დაცული.

კანონი უპირობოდ რაცხს ამ კანონის სუბიექტებს როგორც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად", თუკი ამ კანონში აღნიშნული ორგანიზაციები მიიღებენ 20% წლიური შემოსავლის “უცხო ძალისგან”. იუსტიციის სამინისტროს თითქმის შეუზღუდავი მონიტორინგის საშუალება ეძლევა, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს.

დღეს მოვედით აქციაზე საქართველოს საელჩოსთან ბერნში, რათა სოლიდარობა გამოვუცხადოთ აქციის მონაწილეებს საქართველოში და გავაპროტესტოთ მიღებული არასამართლებრივი შინაარსის კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, - ამბობს მოქალაქე ნანა ნაცვლიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები