აქციის მონაწილეებმა რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან “ქართული ოცნების” ოფისთან გადაინაცვლეს.
“ქართული ოცნების” ოფისთან პოლიციელების კორიდორია, სადაც ახალგაზრდები სკანდირებენ: “არა რუსულ კანონს”
აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ოფისთან ახლოს მისვლას ითხოვენ, რის საშუალებასაც მათ ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები არ აძლევენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ოფისთან მიახლოება სურთ, რათა "ქართულ ოცნებას“ პროტესტის ხმა უკეთ გააგონონ.