რუსი პროპაგანდისტი ალექსანდრ დუგინი "რუსული კანონის" წინააღმდეგ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს უცხოელ აგენტებს უწოდებს.
როგორც გამოცემა "ბათუმელები" წერს, დუგინი აქციას შემდეგი განცხადებით ეხმაურება:
„საქართველო. ასე იციან უცხოურმა აგენტებმა წიხლების ქნევა, როცა მათ სუვერენულ ძალაუფლებას გადათვლა და რეგისტრაცია ემუქრება. პირდაპირ სამარცხვინოდ გამოიყურება. ქართველები ამაყი და მორწმუნე ხალხია. უცხოელი აგენტების ქცევა, რომლებიც პარლამენტის კედლებს აწყდებიან ვნების კვირას, ყველაფერია გარდა ქართულისა“.
აღსანიშნავია, რომ აქამდე გაკეთებული განცხადებების მიხედვით, დუგინი "ქართული ოცნების" მიერ ინიციირებულ "რუსულ კანონს" დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორ გზაზეა.