მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არაა გამორიცხული, აგვისტოში ინფიცირების შემთხვევებმა მოიმატოს - ამირან გამყრელიძე

60acbe67b943a
ინგა მურუსიძე
25.05.21 13:21
499
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, გამორიცხული არ არის, მუტირებული შტამების ხარჯზე, აგვისტოში ინფიცირების რიცხვმა მოიმატოს. როგორც მან უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სწორედ ამიტომ, ევროპის ქვეყნებშიც და საქართველოშიც  რეკომენდაციების შესრულებას მეტი ყურადღება ექცევა.

NCDC-ის ხელმძღვანელმა ამის შესახებ ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის მზადების კონტექსტში ისაუბრა.

„გლობალური პროგნოზი არის ისეთი, რომ შემთხვევათა რაოდენობა ნელი ტემპით ყველგან მოიკლებს და არ არის გამორიცხული, აგვისტოს ბოლოსკენ ისევ დაიწყოს შემთხვევების მატება, ძირითადად ახალი, მუტირებული შტამების ხარჯზე. ამიტომ ყველგან, სადაც კი შემსუბუქება მიმდინარეობს, მათ შორის ევროპის ქვეყნებში, მეტი ყურადღება არის რეკომენდაციების დაცვაზე, რაც არის პირბადე, დისტანცია, დიდი თავშეყრებისგან თავის არიდება და რაც შეიძლება მეტი აცრა. აქედან გამომდინარე, ამ პროცესებს შორის ოქროს შუალედი უნდა იქნას დაცული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები