მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არააქტიური პირადობის მოწმობის მქონე პირებს საბუთის გააქტიურებისთვის დამატებითი დრო მიეცათ

61642109beed4
BM.GE
11.10.21 15:28
1453
საქართველოს მთავრობის N286 დადგენილებაში შესული ცვლილების საფუძველზე, საკომპენსაციო თანხის მიღების მიზნით, არააქტიური პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირებს მიეცათ შესაძლებლობა ა/წ 20 ოქტომბრამდე უზრუნველყონ საბუთის გააქტიურება.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში აცხადებენ, რომ „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N286 დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც პირებს, რომელთაც პროგრამით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღების უფლება ჰქონდათ, მაგრამ გადარიცხვის პერიოდში მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სტატუსის არააქტიურობის გამო საკომპენსაციო თანხა ვერ ჩაერიცხათ, კომპენსაციის მიღების მიზნით, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გააქტიურების ვადა ა/წ 20 ოქტომბრამდე მიეცათ.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო საკომპენსაციო თანხების გადარიცხვას დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში განახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები