მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არაერთხელ ყოფილა უკანონო ქმედებები და ქვეყნის არევის მცდელობა ოპონენტების მხრიდან - ლევან დავითაშვილი

დავითაშვილი

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის ფაქტი, რასაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს, სამწუხაროა, თუმცა არა გასაკვირი, რადგან მისივე თქმით, არაერთხელ ყოფილა უკანონო ქმედებები და ქვეყნის არევის მცდელობა ოპონენტების მხრიდან.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, პოლიტიკური პროცესების დაბალი სტანდარტის დასრულებისთვის, მნიშვნელოვანი იქნება არჩევნებზე მოსახლეობის სწორი არჩევანი.

"ცალსახაა, რომ საქართველოს სამართალდამცავი უწყებების მიმართ ნდობა არის უმაღლესი ხარისხის, რაზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საუბრობს, ბუნებრივია, ეს არის საფუძვლიანი, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. სამწუხაროა, რომ საარჩევნო პოლიტიკურ პროცესებში ოპონენტები ყველა გზას და ხერხს მიმართავენ. განსაკუთრებით მიუღებელია, როცა ეს არ არის უბრალოდ კანონსაწინააღმდეგო ღონისძიებები, არამედ საქმე გვაქვს ყველაზე მძიმე დანაშაულთან, რომელიც შეიძლება წარმოიდგინო ქვეყნის ან პირის მიმართ და ეს არის ტერორიზმის სავარაუდო შემთხვევები. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ნაადრევია საუბარი, მე ვერ ვიქნები კომპეტენტური, რომ პროცესი შევაფასო, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, თუმცა პოლიტიკური შეფასება ცალსახად არის ძალიან პირდაპირი, ეს არის აბსოლუტურად დასაგმობი ქმედება. სამწუხაროა და ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ჩვენ არ გვიკვირს იმიტომ, რომ არაერთხელ ყოფილა უკანონო ქმედებები და ქვეყნის არევის მცდელობა ოპონენტების მხრიდან. სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჯერ კიდევ ადგილი აქვს ასეთ მიუღებელ შემთხვევებს და პოლიტიკური პროცესების ძალიან დაბალ სტანდარტს. ვფიქრობ, ეს სამუდამოდ უნდა დასრულდეს და ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის სწორი არჩევანი შემოდგომაზე", - თქვა ვიცე-პრემიერმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უკრაინაში მყოფი ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნების მიერ ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებზე გამოძიებაა დაწყებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები