"არაფერი არ მომხდარა", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის არჩევას.
კითხვაზე, გააგრძელებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი საქმიანობას, იგი აღნიშნავს, რომ გააგრძელებს: "არაფერი არ მომხდარა, რას ვაკეთებ?!"
ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგების მიხედვით, მიხეილ ყაველაშვილმა 224 ხმა მიიღო, ერთი ბიულეტენი კი ბათილად გამოცხადდა. ყაველაშვილს გამარჯვებისთვის მინიმუმ 200 ხმა სჭირდებოდა.