მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არაფერი შეჩერდება, პირიქით, საუბარია ახალი პროგრამების დამუშავებაზე - ხიდურელი

61fa3c7caf0ad
ელენე გოგბერაშვილი
02.02.22 22:22
1358
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 2022 წელს ყველა მიმდინარე პროგრამა გაგრძელდება. ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა გადაცემა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, სიახლეა ის, რომ კომერციული ბანკების გარდა, პროგრამაში შესვლას საინვესტიციო ფონდებიც შეძლებენ.

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გამოიყოს არის ის, რომ პროგრამები გაგრძელდება. ახალი გადაწყვეტილებით და შესაბამის დადგენილებაში ცვლილებებით, პროგრამაში შესვლას შეძლებენ საინვესტიციო ფონდები. იცით, რომ მთავრობა მუშაობს კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე და „აწარმოე საქართველოში“ უნდა გახდეს ერთ-ერთი საბაზისო იმისთვის, რომ არამარტო ბანკებს ჰქონდეთ საშუალება მომხმარებელს „აწარმოეს“ პროგრამებით შესთავაზოს ფინანსური რესურსი, არამედ უკვე საინვესტიციო ფონდებს.

შესაბამისად ერთ-ერთი ახალი, რაზეც გადავდივართ არის ის, რომ მართალია საბანკო სექტორი არის წამყვანი, მაგრამ პარალელურად გაჩნდება სხვა ტიპის დაფინანსების წყაროები. რაც შეხება არსებულ პროგრამებს: ბიზნეს ექსპორტი და ბიზნეს უნივერსალი გრძელდება. საკრედიტო-საგარანტიო სქემამაც ლაკმუსის ყველა ტესტი გაიარა და დღეს ის არის დაფინანსების ერთ-ერთი საიმედო წყარო.

არაფერი არ შეჩერდება და პირიქით საუბარია განვითარებასა და ახალი პროგრამების დამუშავებაზე“-აცხადებს ხიდურელი და დასძენს, რომ სააგენტოს წლევანდელი ბიუჯეტი განსაზღვრულია 300 მლნ ლარით, რომლის უმეტესი ნაწილი მეწარმეობის პროგრამებზეა მიმართული.

„არ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე რაიმე საფრთხე ემუქრება პროგრამებს“, - ამბობს სააგენტოს ხელმძღვანელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები