მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობა 2022 წელს ₾127 მლრდ იყო - საქსტატი

ხელფასი
BM. GE
17.10.23 11:00
6

საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ
2022 წლის ბოლოსათვის 127.1 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც 4.0 პროცენტი გამოსახული
იყო უცხოური ვალუტით.

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2022 წლისთვის მთლიანი აქტივებიდან ფინანსური აქტივების მოცულობა 28.1 მილიარდი ლარია.

2022 წელს ფინანსური აქტივების საერთო რაოდენობიდან მოკლევადიანი აქტივების მოცულობა 6.2 მილიარდი ლარი იყო, ხოლო ლიკვიდურობის პროცენტი - 43.3.

2022 წლის ბოლოსათვის არაფინანსური კორპორაციების ვალდებულებები 67.9 მილიარდ ლარს გაუტოლდა, საიდანაც მოკლევადიანი ვალდებულებები შეადგენდა 17.3 მილიარდ ლარს.

2022 წლის ბოლოსათვის არსებული მთლიანი ვალდებულებებიდან 15.1 მილიარდი ლარი წარმოადგენს ვალდებულებებს უცხოური ვალუტით, ხოლო არარეზიდენტების მიმართ არსებული ვალი (საგარეო ვალი) 10.1 მილიარდ ლარს შეადგენს.

არაფინანსური კორპორაციების მიერ 2022 წელს გაწეული საპროცენტო ხარჯები 2.4 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო მთლიანი შემოსავლები - 19.4 მილიარდ ლარს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები