მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არაფორმალური ლიდერი საჯარო სივრცეში დაბრუნდა... ეს ნიშნავს, რომ არსებობს რაღაც, რაზეც რეაგირება უნდა მოახდინონ - პრეზიდენტი

სს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Chatham House-ში გამოსვლისას, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, იგი დაბრუნდა, რადგან საჭიროება დაინახა ამომრჩეველს პასუხები გასცეს იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიიღება.

“არაფორმალური ლიდერი საჯარო სივრცეში დაბრუნდა. ეს ნიშნავს, რომ არსებობს რაღაც, რაზეც რეაგირება უნდა მოახდინონ. ის [ბიძინა ივანიშვილი] საჯარო სივრცეში დაბრუნდა, როგორც “ქართული ოცნების” პარტიის საპატიო თავმჯდომარე, რაც ორ რამეს ნიშნავს: პასუხისმგებლობას და საჭიროებას - საზოგადოებრივ აზრს, ამომრჩეველს პასუხები გასცეს იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიიღება. ოცდაათი წელი ერთპარტიულ სისტემაში ვიცხოვრეთ, სხვადასხვა რეჟიმებში და ეს ხდება, როდესაც ერთი პარტიით დიდხანს რჩები ხელისუფლებაში. საუკეთესო რამ, რაც შეიძლება მოხდეს - არის პოლონური მოდელი, სადაც არის ძალების კოალიცია, რომლებიც ნათლად პროევროპულები არიან და ეს ოლიგარქიის დასრულებას ნიშნავს. ეს გარკვეულწილად პასუხია პოლარიზაციაზეც”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის: საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი ლონდონში, Chatham House-ის - საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ორგანიზებულ ღონისძიებაზე იმყოფება, სადაც სიტყვით გამოვიდა და შემდეგ დისკუსია გაიმართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები