მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არაფუნდამენტური ფაქტორების დროს, ვალდებული ვართ, ჩვენს ხელთ არსებული ბერკეტები გამოვიყენოთ და არ დავუშვათ ლარის მყისიერი გაუფასურება - თურნავა

ეროვნული ბანკი
08.11.24 23:35
2931

ყოველთვის, როდესაც სახეზე გვაქვს არაფუნდამენტური, ერთჯერადი, არაეკონომიკური ფაქტორები და მიზეზები, ვალდებული ვართ, ყველა ჩვენს ხელთ არსებული ბერკეტით მოვახდინოთ სავალუტო ბაზრის სტაბილიზაცია, ავარიდოთ ლარს მყისიერი გაუფასურება, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ბანკირის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, გასულ წელს რეზერვების წმინდა შესყიდვები 1.3 მლრდ.

აშშ დოლარი იყო ანუ დაახლოებით სამჯერ უფრო მეტი, ვიდრე წელს გაიყიდა. „წელს იყო რეზერვების გაყიდვის საჭიროება და შესაბამისად, იმის თქმა, რომ ჩვენი ქვეყნის რეზერვებს ზიანი მიადგა, არასწორია. წინასაარჩევნოდ ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟის გამო, მოთხოვნა გაიზარდა დოლარზე და ასეთ დროს ეროვნული ბანკი ვალდებულია ბაზარზე ეს დროებითი მღელვარება ჩააქროს. ყოველთვის როდესაც სახეზე გვაქვს არაფუნდამენტური, ერთჯერადი, არაეკონომიკური ფაქტორები და მიზეზები, ვალდებული ვართ, ყველა ჩვენს ხელთ არსებული ბერკეტით მოვახდინოთ სავალუტო ბაზრის სტაბილიზაცია, ავარიდოთ ლარს მყისიერი გაუფასურება, რომელიც ამ შემთხვევაში შეიძლებოდა დამდგარიყო“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, წლის ბოლომდე უარყოფითი ბალანსი შემცირდება და რეზერვები კვლავ აღდგება.

„8 ნოემბრის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან, გვაქვს წმინდა გაყიდვები 540 მილიონი დოლარი. არ გამოვრიცხავ და დარწმუნებულიც ვარ, ვინაიდან ჩაიარა აჟიოტაჟმა და ბაზარზე ზეწოლაც მოიხსნა, წლის ბოლომდე ჩვენ ამ დეფიციტს შევამცირებთ და ისევ შევძლებთ რეზერვების აღდგენას. წლის ბოლომდე სრულად, რა თქმა უნდა, ვერ აღმოვფხვრით, მაგრამ ვითარება იძლევა იმის საშუალებაა, რომ ჩვენ შესყიდვები დავიწყოთ”, - განაცხადა ნათია თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები