მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არალეგიტიმური პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევა არაკონსტიტუციურია - ISFED

isfed

ISFED-ის შეფასებით, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევა არაკონსტიტუციურია. ორგანიზაციის განცხადებას BMG უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს პარლამენტის სასახლეში 14 დეკემბერს 09:00 საათიდან ჩანიშნული იყო საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ჩატარდა.

25 ნოემბერს „ქართული ოცნების“ მიერ მოწვეულ პარლამენტის პირველ სხდომაზე პარლამენტის წევრების უფლებამოსილება ისე იქნა ცნობილი, რომ პარლამენტის სამანდატო კომისია არ დაელოდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტისა და 30 დეპუტატის მიერ წარდგენილი საკონსტიტუციო სარჩელის თაობაზე, რომლითაც გასაჩივრებული იყო 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობა.

"საქართველოს კონსტიტუციით, პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე პარლამენტის დადგენილებაში არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის პარლამენტის წევრად არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის წევრების საკონსტიტუციო სარჩელით გასაჩივრებული იყო პარლამენტის 150-ვე წევრის არჩევის კანონიერება, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო ამ სარჩელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, ახალი პარლამენტი უფლებამოსილებას ვერ შეიძენდა.

"აქედან გამომდინარე, არალეგიტიმური პარლამენტის ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის პრეზიდენტის არჩევნების თარიღის დანიშვნა და მისი არჩევა, უკანონო და არაკონსტიტუციურია", - ნათქვამი განცხადებაში.

ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგების მიხედვით, "ოცნების" პრეზიდენტის არჩევნებში, სადაც მხოლოდ მიხეილ ყაველაშვილი მონაწილეობდა, მიხეილ ყაველაშვილმა 224 ხმა მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები