მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყაველაშვილმა "რუსული კანონზე" ზურაბიშვილის საკონსტიტუციო სარჩელზე უარის თქმის გადაწყვეტილება მიიღო

ყაველაშვილი
24.03.25 13:03
293

"ქართული ოცნების" მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა უარი თქვა მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საკონსტიტუციო სარჩელზე, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის გაუქმებას ეხებოდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი ეფუძნება გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, რაც ხელს უწყობს საქართველოს სახელმწიფოებრიობის უმთავრესი პრინციპის – სახელმწიფოს ეროვნული სუვერენიტეტის დაცვასა და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას.

კანონი ემსახურება საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირებას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების დაფინანსების წარმომავლობის შესახებ.

შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მიიღო საკონსტიტუციო სარჩელზე უარის თქმის გადაწყვეტილება.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა „რუსული კანონი“ საკონსტიტუციო სასამართლოში 15 ივლისს გაასაჩივრა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონი არაკონსტიტუციურია. საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი პრეზიდენტის სარჩელით, სალომე ზურაბიშვილი კანონის შეჩერებასა და გაუქმებას ითხოვს.

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი "რუსული კანონის" შეჩერებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა, რის შესახებაც საკონსტიტუციო სასამართლომ საოქმო ჩანაწერი დღეს, 9 ოქტომბერს გამოაქვეყნა.

საქართველოს მთავრობამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი , 2023 წლის მარტში უკან გაწვევის შემდეგ, შეცვლილი სახით მოაბრუნა. მოსახლეობის მასობრივი პროტესტის, ასევე დასავლელი პარტნიორების მხრიდან არაერთი მოწოდების მიუხედავად, პარლამენტმა კანონი სამი მოსმენით 14 მაისს მიიღეს, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა კანონს ვეტო დაადო. კანონმდებლებმა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები 28 მაისის პლენარულ სესიაზე არ გაითვალისწინეს და ვეტო დაძლიეს, რის შემდეგაც კანონი საბოლოოდ მიიღეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები