მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არამიზნობრივად დახარჯული თანხები - გაამართლა თუ არა თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამამ?

ფერმერები თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის გაგრძელებას ითხოვენ. მთავრობის ინიციატივით გასულ წელს თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა ამოქმედდა, რომელიც ითვალისწინებდა თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობას, უფრო კონკრეტულად თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო საქონლის ღირებულების სუბსიდირებას. პროგრამის ფარგლებში, რაშიც ჯამურად 20 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა 3 ჰექტრამდე თხილის ფართობების მფლობელმა ფერმერებმა 1 ჰექტარზე 500 ლარის ოდენობის დახმარება მიიღეს. როგორც თხილის მწარმოებლები ამბობენ, დღეს სექტორში არსებული გამოწვევების ფონზე მათთვის სახელმწიფოს დახმარება საჭიროა, თუმცა არსებული მექანიზმი, რაც გასულ წელს იყო შემოთავაზებული ბოლომდე ვერ ამართლებს. შესაბამისად, თხილის მწარმოებლების ნაწილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ შესაბამისი დახმარების პროგრამა გაგრძელდება შედეგის მისაღებად ის უნდა დაკორექტირდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები