მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"არანაირი გზის ჩავარდნა არ მომხდარა" – კახა კალაძე ვაკეში ახალრეაბილიტირებული გზის დაზიანებაზე

კალაძე

„არანაირი გზის ჩავარდნა არ მომხდარა", - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, გუშინწინ, ვაკეში საზეიმოდ გახსნილი გზა უკვე დაზიანდა.

თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის მიუხედავად, ვაკეში, გიორგი წერეთლისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩებზე რეაბილიტირებული მონაკვეთები მთლიანად შენარჩუნდა და გზებსა და ინფრასტრუქტურაზე მნიშვნელოვანი დაზიანება არ მომხდარა.

კალაძემ აღნიშნა, რომ ერთადერთი იყო საბურავებითა და სამშენებლო მასალებით ამოვსებული სანიაღვრე სისტემა, რამაც გამოიწვია პატარა პრობლემა, რომელიც მოწესრიგებულია. მერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაცია გზის ჩავარდნის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და მედიას ადგილზე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა წარუდგინა.

„არანაირი გზის ჩავარდნა არ მომხდარა, ეს ტყუილი ინფორმაციაა. გარკვეული დაზიანება იყო, რაც გამოიწვია სამშენებლო ნაგვის ჩამოტანამ. სხვათა შორის, გვაინტერესებდა, თუ რა იყო პრობლემა, გვქონდა კომუნიკაცია შესაბამის კომპანია GWP-სთან. მინდა გაჩვენოთ, იმ კონკრეტულ ადგილზე თუ როგორ იყო გადავსებული ჭა საბურავებით და სამშენებლო ნაგვით. ეს იყო პრობლემა, რომელიც იმ კონკრეტულ მონაკვეთზე შეიქმნა.

გაწმენდის სამუშაოები დაიწყო და ყველაფერი მოწესრიგდა, არანაირი პრობლემა არ არის. ძალიან დიდი ნალექი მოვიდა და აღნიშნულმა რეაბილიტირებულმა კონკრეტულმა გზის მონაკვეთმა - ჩოლოყაშვილმაც, წერეთელმაც და ვაკის სასაფლაოს წინ არსებულმა ტერიტორიამაც უპრობლემოდ გაუძლო. ერთადერთი იყო საბურავებით ამოვსებული სანიაღვრე სისტემა, რამაც გამოიწვია ის პრობლემა, რომელიც მოწესრიგებულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები