მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არანაირი ლოგიკა და არგუმენტი არ არსებობს, რატომ არ უნდა მიანიჭონ საქართველოს კანდიდატის სტატუსი - კალაძე

კახა კალაძე
BM. GE
01.11.23 20:00
74

თბილისის მერი კახა კალაძე კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის მიღებასთან დაკავშირებით, პოზიტიური მოლოდინები არსებობს, რადგან ქვეყანამ ამისთვის მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა.

თბილისი მერიის ინფორმაციით, მერმა განაცხადა, რომ 12-პუნქტიანი გეგმა ზედმიწევნით არის შესრულებული და ასევე, შესრულებულია დამატებითი მოთხოვნები.

„საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიგვეღო. ჩვენ თავიდანვე ვიმსახურებდით აღნიშნულ სტატუსს, თუმცა არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს. ისიც ვიცით, რატომ, რას აპირებდნენ და რისთვის უნდოდათ ამ ყველაფრის გამოყენება, თუმცა ახლა აღარ დავუბრუნდები წარსულს.

მოგვცეს კონკრეტული გეგმა, რომელიც უნდა შესრულებულიყო და ყველაფერი ზედმიზევნითაა გაკეთებული. იყო დამატებითი მოთხოვნები, რომლებიც ასევე, შესრულებულია. გვჯერა, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

არანაირი ლოგიკა და არგუმენტი არ არსებობს იმისთვის, თუ რატომ არ უნდა მიანიჭონ საქართველოს კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები