ლალანების, ფრანგი ხელოვანების წყვილის მიერ შექმნილი, ჰიპოპოტამის ფორმის ბარი ოთხშაბათს ნიუ-იორკში, Sotheby’s-ის აუქციონზე 31,4 მილიონ დოლარად გაიყიდა. ის ლალანების ხელოვანების ნამუშევართა შორის და აუქციონების ისტორიაში ინტერიერის დიზაინის ყველაზე ძვირად გაყიდული ელემენტი გახდა.

ჰიპოპოტამი ბარი
ფრანცუა-ქსავიე და მისი მეუღლე კლოდ ლალანი ათწლეულების განმავლობაში არაორდინარულ მაგრამ ფუნქციონალურ ცხოველების და ფრინველების სკულპტურებს ქმნიდნენ.

თოლია საწოლი
რთული წარმოსადგენია როგორ შეიძლება თოლიას სკულპტურა ამასთანავე საწოლი იყოს ან მაიმუნის სკულპტურა ამასთანავე ბუხარი, მაგრამ სწორედ ასეთი უნიკალური სინთეზით გაითქვა სახელი წყვილმა.

მაიმუნი ბუხარი
მიუხედავად იმისა, რომ ჰიპოპოტამის სკულპტურები წყვილის შემოქმედებაში ხშირად გვხვდება, მათ ჰიპოპოტამის აბაზანა, უნიტაზი და ბიდეც კი აქვთ შექმნილი, სპილენძის ჰიპოპოტამი - ბარი ერთადერთია. სკულპტურა ნავთობ-მაგნატის მემკვიდრე ან შლუმბერგმა 1976 წელს შეუკვეთა ლალანებს და შემდეგ სწორედ ამ ბარიდან უმასოინძლდებოდა თავის სტუმრებს.

ჰიპოპოტამი აბაზანა, უნიტაზი და ბიდე
მიუხედავად იმისა, რომ ჰიპოპოტამის სკულპტურები წყვილის შემოქმედებაში ხშირად გვხვდება, მათ ჰიპოპოტამის აბაზანა, უნიტაზი და ბიდეც კი აქვთ შექმნილი, სპილენძის ჰიპოპოტამი - ბარი ერთადერთია. სკულპტურა ნავთობ მაგნატის მემკვიდრე ან შლუმბერგმა 1976 წელს შეუკვეთა ლალანებს და შემდეგ სწორედ ამ ბარიდან უმასოინძლდებოდა თავის სტუმრებს.
აუქციონზე გაყიდული სკულპტურის სავარაუდო ფასი $7-დან $10 მილონამდე იყო, თუმცა 7 პოტენციურ მყიდველს შორის შთამბეჭდავი 26 წუთიანი პაექრობის შემდეგ რინობარი 31.4 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

რინოკრეტერი, ჰიპოპოტამი სეკრეტერი
ლალანების ნამუშევრის რეკორდი აქამდე 1964 წელს თითბერისგან შექმნილ რინოკრეტერს ეკუთვნოდა, ჰიპოპოტამის ფორმის სეკრეტერს, რომელიც 2023 წელს აუქციონზე 18.3 მილიონ ევროდ გაიყიდა($21,46 მილიონი).




























