თიბისი კაპიტალის მონაცემებით, 2024 წლის აპრილში, თიბისი ბანკის არხებით, უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობის ზრდის ტემპი 54%-მდე გაიზარდა, ხოლო უნაღდო ჯამური დანახარჯების მოცულობის ზრდის ტემპი წლიურად 19%-ს გაუტოლდა.
საინვესტიციო ბანკის მიხედვით, მიმდინარე წლის აპრილში, სურსათზე უნაღდო დანახარჯების წლიურმა ზრდის ტემპმა, თიბისი ბანკის არხებით, 17% შეადგინა. სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე დეფლაცია კვლავ ნარჩუნდება (წლიური -1.9%), მომხმარებლის დანახარჯების რეალურ მაჩვენებლებში ზრდაზე მიუთითებს. სურსათზე ტრანზაქციის საშუალო დანახარჯი კი შემცირდა და 15 ლარს გაუტოლდა.
როგორც თიბისი კაპიტალის მიმოხილვაშია აღნიშნული, არარეზიდენტების მიერ უნაღდო დანახარჯები ზრდას განაგრძობს.
“2024 წლის აპრილში, თიბისი ბანკის არხებით, სასტუმროებში უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპმა 81% შეადგინა. ამავე პერიოდში 423 ლარამდე გაიზარდა ტრანზაქციაზე საშუალო დანახარჯი. 2024 წლის აპრილში, არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები, თიბისი ბანკის არხებით, წლიურად 50%-ით გაიზარდა”, - წერია თიბისი კაპიტალის მიმოხილვაში.




























