მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არარეზიდენტების მიერ უნაღდო დანახარჯები ზრდას განაგრძობს - თიბისი კაპიტალი

თიბისი

არარეზიდენტების მიერ უნაღდო დანახარჯები ზრდას განაგრძობს. ამის შესახებ მომხმარებლის დანახარჯების დინამიკის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ მიმოხილვაშია აღნიშნული.

დოკუმენტის მიხედვით, 2024 წლის მარტში, თიბისი ბანკის არხებით, სასტუმროებში უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპმა 43% შეადგინა. ამავე პერიოდში 364 ლარამდე გაიზარდა ტრანზაქციაზე საშუალო დანახარჯი.

ამასთან, 2024 წლის მარტში, არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები, თიბისი ბანკის არხებით, წლიურად 42%-ით გაიზარდა.