მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები, დეკემბერში წლიურად 26%-ით გაიზარდა - "თიბისი კაპიტალი"

ბარათით გადახდა

2023 წლის დეკემბერში, არარეზიდენტებს უნაღდო დანახარჯები, "თიბისი ბანკის" არხებით, წლიურად 26%-ით გაეზარდათ. ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" დეკემბრის მომხმარებელთა დანახარჯების დინამიკის მიმოხილვაში წერია.

ამასთან, მიმოხილვის მიხედვით, დეკემბერში, ტრანზაქციებზე საშუალო დანახარჯი 360 ლარამდე გაიზარდა.

რაც შეეხება კონკრეტულად რესტორნებსა და კაფეებში უნაღდო დანახარჯებს, "თიბისი კაპიტალის" მონაცემებით, "თიბისის" არხებით, ეს მაჩვენებელი წლიურად 34%-ითაა გაზრდილი. გართობაზე კი წლიურად 23%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ამასთან, 2023 წლის დეკემბერში, უნაღდო დანახარჯების წლიური ზრდა ტანსაცმელსა და აქსესუარებზე, "თიბისი ბანკის" არხებით, 11%-ს შეადგენს. ტრანზაქციის საშუალო ღირებულება მზარდი ტენდენციის შემდეგ შემცირებას განაგრძობს და დეკემბერში 102 ლარს გაუტოლდა. სხვა საცალო მაღაზიებში კი უნაღდო დანახარჯების მოცულობა, "თიბისი ბანკის" არხებით, წლიურად 15%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები